Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/html/wp-includes/functions.php on line 6121

ჰიპერმეტროპია (Hypermetropia) ანუ შორსმხედველობა: როგორ აღმოვაჩინოთ ის დროულად?

ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა ხასიათდება იმით, რომ თვალი მუდმივად იყენებს კონცენტრაციის ძალას

ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა ხასიათდება იმით, რომ თვალი მუდმივად იყენებს კონცენტრაციის ძალას.

 

სანამ ამ საკითხს მეტად ჩავუღრმავდებით, გავიგოთ მეტი აკომოდაციისა და მისი ფუნქციის შესახებ.როცა თვალი ახლომდებარე ობიექტებს აკვირდება, გამოსახულება ხვდება ბადურას უკანა მხარეს და მასზე კონცენტრირება ვერ ხერხდება. ამ დროს თვალის ბუნებრივი გამადიდებელი ფუნქცია, კადრს ბადურის მიღმა აფიქსირებს. აკომოდაციისას ჩვენი თვალის ობიექტივი ფოკუსირებას თვალსა და საგანს შორის არსებული მანძილით ცდილობს. აკომოდაციის, ანუ ბუნებრივი ლინზების ძალა, წლებთან ერთად იკლებს.

 

შორსმხედველმა თვალმა კი ეს მანძილი შორეული საგნების დანახვისა და ახლოს მყოფი ობიექტების ბევრად უკეთ დასანახად უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, მცირე ჰიპერმეტროპია ახალგაზრდა ადამიანისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაც კონცენტრაციის მოქნილობის დამსახურებაა. მაგრამ შორსმხედველი ადამიანი ძირითადად მალევე გრძნობს დაღლილობას, როცა მოახლოებულ საგნებთან ხშირი კონტაქტი უწევს. ხშირად ეს ადამიანები, თვალების დასვენების მიზნით, შორ მანძილზე ყურებას იწყებენ.

როგორ გამოვასწოროთ შორსმხედველობა?

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თვალის გამოკვლევა, რათა შესაბამისი ლინზები ვატაროთ. შორსმხედველი თვალებისთვის საჭიროა დადებითი ლინზები. ეს თვალს, ვიზუალური აკომოდაციის დროს, ძალების დაზოგვაში დაეხმარება.

 

გაინტერესებს როგორ უნდა მივხვდე, რომ ჰიპერმეტროპია გაქვს? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი:

 

  • როცა გაწუხებს შუბლის ან თავის ტკივილი ახლოხედვის დროს;
  • როცა არ მუშაობ, თავის ტკივილი და თვალების დაღლილობა ნაკლებად გაწუხებს;
  • როცა გიჭირს ახლომდებარე ობიექტზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირება, მაგალითად, კითხვა.

ასეთ შემთხვევებში, მიმართე ოფთალმოლოგს.

რა ტიპის აღჭურვილობის ტარება შეგიძლია?

უმეტეს შემთხვევაში, ჰიპერმეტროპიის მქონე ადამიანებს კონტაქტური ლინზების გაკეთებას, სათვალის ტარება ურჩევნიათ, მით უმეტეს, თუ პრობლემა მწვავე არ არის (ეს დამოკიდებულია მხედველობასა და ასაკზე). ჰიპერმეტროპია ძალიან ხშირია, მაგრამ ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ
სათვალეების ტარების რეალურ საჭიროებას. შორსმხედველობის პრობლემაზე ზრუნვა, ახალგაზრდა და მოწიფულ ასაკში, დაგეხმარება შეინარჩუნო ეფექტიანი მხედველობა და აკომოდაციის ძალა.

More posts

მხედველობა და სპორტი: როგორ დავიცვათ თვალები ფიზიკური აქტივობისას?

ჩვენი მოძრაობების თითქმის 70% ხელმძღვანელობს მხედველობით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს სპორტულ ასპარეზობაზე.

Read more

ეკრანის ზემოქმედების შედეგები თვალებზე: რა უნდა გავითვალისწინოთ?

თანამედროვე ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ეკრანებთან სულ უფრო და უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს. ამას კი სერიოზული შედეგები აქვს ჯანმრთელობასა და მხედველობაზე.

Read more

როგორ დავიცვათ თვალები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან?

რატომ უნდა დავიცვათ თვალები მზისგან?

Read more

კონტაქტი

გაქვს შეკითხვა?
მოგვწერე ქვემოთ მოცემული ფორმის დახმარებით.

 
Information request

AFFLELOU PARIS
პეტრე ქავთარაძის ქ. N1

    * სავალდებულო ველი